Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბაკალავრიატის სტუდენტ ანტონინა კირაკოვის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადისა და დაცვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და ბაკალავრ ანტონინა კირაკოვის 2017 წლის 13 მარტის განცხადების N3474/27 საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტ ანტონინა კირაკოვის საბაკალავრო ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2017 წლის 24 მარტი, 16 : 30 საათი, თსუ VIII კორპუსი, 221 აუდიტორია
2.    დამტკიცდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რისმაგ გორდეზიანი - სრული პროფესორი, კომისიის თავჯდომარე
ბ) მაკა ქამუშაძე - ასოცირებული პროფესორი
გ) ანი ჩიქოვანი - ასოცირებული პროფესორი
დ) მედეა აბულაშვილი - დოქტორანტი
ე) სვეტლანა ბერიკაშვილი - დოქტორანტი
ვ) ლანა რამიშვილი - ლაბორანტი, კომისიის მდივანი
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.
4.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის დეკანი           / ნანი გაფრინდაშვილი/